
52 წლის ინგლისელმა მსახიობმა ჯუდ ლოუმ დაადასტურა, რომ ის, ფილმში ,,ჯადოქარი კრემლიდან’’, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის როლს ასრულებს.
ფილმის რეჟისორია ოლივიე ასაიასი. ,,ჯადოქარი კრემლიდან’’ ჯულიანო და ემპოლის მიერ 2022 წელს გამოშვებული ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაციაა და ასახავს პუტინის ადრეულ პოლიტიკურ კარიერას სსრკ-ს დაშლის შემდეგ.
ფილმში ასევე მონაწილეობენ: პოლ დანო - ვადიმ ბარანოვის როლში [ახალგაზრდა კინორეჟისორი, რომელიც პუტინის მრჩეველი ხდება], ალისია ვაიკანდერი და ზაქ გალიფიანაკისი.
გადაღებები, რიგაში, 2025 წლის 20 იანვარს დაიწყო.
"ამ ფილმზე მუშაობის პროცესი ევერესტზე ასვლას ჰგავს, როცა მაღლა იხედები და ფიქრობ: "ღმერთო, როგორ ვაპირებ ამის გაკეთებას?" მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს ჩემი გადასაწყვეტია, ”- თქვა ჯუდ ლოუმ.
0
0
ბათუმში, მეოთხე დღეა 18 წლის ბიჭს ეძებენ
25/03/2025