11/01/2025
20:05
ტაბლოიდი
ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი ჯუდ ლოუ ფრანგი რეჟისორის, ოლივიე ასაიასის ფილმში ვლადიმერ პუტინის როლს შეასრულებს. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
ფილმის სახელწოდებაა „კრემლის ჯადოქარი“ და ის პუტინის პოლიტიკური კარიერის პირველ წლებზე მოგვითხრობს.
ინფორმაცია თავად ჯუდ ლოუმ გაავრცელა. ის ამბობს, რომ ფილმზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა და ის თავს გრძნობს, როგორც ევერესტზე ასასვლელად გამზადებული მთამსვლელი.
ფილმი „კრემლის ჯადოქარი“ ჯულიანო და ამპოლის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით იქნება გადაღებული. ის ახალგაზრდა ტელეპროდიუსერის, ვადიმ ბარანოვის ისტორიას მოგვითხრობს, რომელმაც კარიერა 1990-იან წლებში დაიწყო და შემდეგ რუსეთის უშიშროების სამსახურის პერსპექტიული თანამშრომლის, ვლადიმერ პუტინის პოლიტტექნოლოგი გახდა. ბარანოვის პროტოტიპი ვლადისლავ სურკოვია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა და სხვადასხვა დროს პუტინის თანაშემწე და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო.
0
0