
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძეს ნატოში ელჩად დანიშვნას საქართველოს პრეზიდენტი ხელს არ აწერს. - ინფორმაციას ,,მთავარი არხი" ავრცელებს.
აღნიშნულ ინფორმაციას თავად ყოფილი მინისტრი ადასტურებს, თუმცა მიზეზს ვერ ასახელებს.
"პრეზიდენტი არ აწერს ხელს წარდგენილ ელჩებს საგარეოს მიერ. თუმცა ის გეგმები არ შეცვლილა, მე მზად ვარ, რომ დიპლომატიაში კიდევ ერთხელ ვემსახურო ჩვენს ქვეყანას.
აღარ წარადგენს მე როგორც ვიცი საგარეო, იმიტომ რომ არ აწერს პრეზიდენტი ხელს წარდგენილი ელჩების კანდიდატურებს და შესაბამისად, მე როგორც ვიცი აღარ წარადგენენ [კანდიდატურებს].
მე როგორც ვიცი, მანამდეც ძალიან იწელებოდა ეს პროცესი პრეზიდენტის მიერ და ამ ბოლო დროს, საერთოდ აღარ აწერს ხელს." - ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
ბურჭულაძის თქმით, ელჩად მისი კანდიდატურა სხვა ქვეყანაშიც განიხილება, თუმცა სად, არ აკონკრეტებს:
"ჩვენ განვიხილავთ ასევე სხვა ქვეყანაში ელჩობასაც, რა თქმა უნდა ისევ პარტნიორ ქვეყნებში და მე ჩემს რესურსს გამოვიყენებ მაქსიმალურად, რომ ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაო ჩვენს პარტნიორებთან." ამბობს ბურჭულაძე
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025