
„საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო. დემოკრატიული სახელმწიფოს ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ასევე, დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტური ღირებულება არის ადამიანის უფლება და საკუთრების უფლება. ჩვენ დღეს ხმა უნდა მივცეთ იმ ძალას, რომელიც აფასებს დემოკრატიულ ფუნდამენტურ ღირებულებებს“, - განაცხადა მინისტრმა.
30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება, უფრო კონკრეტულად კი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები. ის ვისაც, 30 ოქტომბერს მოქალაქეები აირჩევენ, მომავალი 4 წლის განმავლობაში თქვენი ქალაქის, თემის ბედს გადაწყვეტს.
ამომრჩეველი 20 მუნიციპალიტეტის მერს და ამდენივე საკრებულოს ჯამში 42 წევრს აირჩევს როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით.
0
0