
თქვენ ერთად დაანახეთ საქართველოს მოქალაქეებს და საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ქართული მებრძოლი სული არასდროს შედრკება მტრის წინაშე მისი საშუალებებისა თუ რიცხოვნობის მიუხედავად. ძვირფასო ვეტერანებო, მოგროვებული ცოდნითა და გამოცდილებით თქვენ სჭირდებით საქართველოს, - ასე მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ვეტერანებს, როდესაც მათ ვეტერანთა დღე მიულოცა.
როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ვეტერანების სახით საქართველოს ჰყავს სიმამაცისა და ღირსების ეტალონები.
„გილოცავთ ამ გამორჩეულ დღეს. დღევანდელი დღე დიდი მნიშვნელობის მატარებელია მთელი ქვეყნისთვის, ვინაიდან დღეს ჩვენ აღვნიშნავთ იმ ათასობით ადამიანის ღვაწლს, გმირობას და თავდადებას. თქვენი სახით საქართველოს ჰყავს სიმამაცისა და ღირსების ეტალონები, გამორჩეული მოქალაქეები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად იბრძოლეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, პრინციპებისა და ღირებულებების დასაცავად. ქედს ვიხრი თქვენი თანამებრძოლების წინაშე, რომლებიც მამაცურად დაეცნენ ბრძოლის ველზე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. თქვენ ერთად დაანახეთ საქართველოს მოქალაქეებს და საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ქართული მებრძოლი სული არასდროს შედრკება მტრის წინაშე მისი საშუალებებისა თუ რიცხოვნობის მიუხედავად. ძვირფასო ვეტერანებო, მოგროვებული ცოდნითა და გამოცდილებით თქვენ სჭირდებით საქართველოს, ჩვენ სამშობლოს, ჩვენ ხვალინდელ დღეს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს იმ სისტემური, თუ ინდივიდუალური დახმარებისთვის, რასაც ის იჩენდა თავდაცვის მინისტრობის დროს და რასაც იჩენს თქვენ მიმართ პრემიერობის დროს“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
0
0
ჩეხეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
21/03/2026