25/04/2023
09:11
პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ოფიციალური ვიზიტით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.
როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჯუანშერ ბურჭულაძეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა უმასპინძლა.
უწყების ცნობითვე, შეხვედრაზე რეგიონის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელობა, ასევე თანამშრომლობის მზარდი დინამიკა, რომელიც ქვეყნებს შორის კავშირების გამყარებას ემსახურება. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივ და სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრეს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ განახლებული შეთანხმება გააფორმეს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024