
თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჩავიდა, სადაც ტყის მასივში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა.
ადგილზე იმყოფება ასევე სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში გაჩენილ ხანძარს 250-მდე მეხანძრე-მაშველი ებრძვის. რთული კლიმატური პირობების გამო სასაზღვრო პოლიციის 3 ვერტმფრენის გამოყენება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ტყის მასივში რამდენიმე ხანძრის კერა დღეს დილიდან წარმოიქმნა. სამუშაოებს ძლიერი ქარი და რთული კლდოვანი რელიეფი ართულებს.
ბორჯომში, ზორეთის ტერიტორიაზე ტყის მასივში ხანძარი გუშინ გაჩნდა და მეხანძრე-მაშვლებმა კერის ლიკვიდირება მოახერხეს, თუმცა ძლიერმა ქარმა ცეცხლის ძველი კერები გააღვივა და შედეგად, ახალი კერებიც წარმოიქმნა.
0
0