
ევროკავშირის კომისარმა უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ისრაელის ფინანსთა მინისტრის, ბეცალელ სმოტრიჩის და ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ-გვირის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ბორელის თქმით, ისრაელელი მინისტრები ადამიანის უფლებების დარღვევასთან და სიძულვილის გაღვივებასთან არიან დაკავშირებულები. სანქციები ევროკავშირში ბენ-გვირის და სმოტრიჩის აქტივების გაყინვას და ევროკავშირში მათი შესვლის აკრძალვას ითვალისწინებს.
სმოტრიჩი და ბენ-გვირი ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დაბლოკვას მოითხოვდნენ. მინისტრების აზრით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ „ჰამასი“ იარაღს დაყრის და მძევლებს გაათავისუფლებს. ისრაელის ფინანსთა მინისტრმა ღაზას სექტორის სრულ ბკოლადას „მორალურად გამართლებული“ უწოდა. ასევე სმოტრიჩი და ბენ-გვირი „ჰამასთან“ სამშვიდობო შეთანხმების კატეგორიული წინააღმდეგები არიან.
0
0