
ხვალ, 1 სექტემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, ნადარეიშვილის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს, ხვალ, 1-ელ სექტემბერს, საღამოს 20:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გადაერთებითი სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 1-ელ სექტემბერს, საღამოს 20:00 საათიდან 2 სექტემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში - ონიაშვილის ქუჩა N61-87, N64-80, ბუდაპეშტის 1-ელ შესახვევს, ბუდაპეშტის ქუჩა N13-29, N14-44, ლვოვის ქუჩა N81-97, ვაზისუბნის ქუჩა N79-139, N78-138, მეგრელაძის ქუჩას, დელისის, ზალდასტანიშვილების, ჩიქოვანის, ნუცუბიძის ქუჩა N1 -47, ,N 2-32, ნადარეიშვილის, კამანის, და ილია აბულაძის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge.
0
0