
დღეს, 13 სექტემბერს, ნაძალადევის რაიონში, ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
გადაუდებელი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდება და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. შეიცვლება მილის დაზიანებული მონაკვეთი და ჩატარდება ქსელის რეცხვითი სამუშაოები. რის შემდეგაც წყალმომარაგება ხვალ, 14 სექტემბერს, დილის 09:00 საათიდან აღდგება.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 13 სექტემბერს, 18:00 საათიდან ხვალ, 14 სექტემბრის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში - თორნიკე ერისთავის და დიდუბის ქუჩებს.
კრწანისის რაიონში - ათონელის, ორბელიანის, მტკვირის, საქანელას, სანაპიროს, გორგასლის N83- 115, ,N30-50, კრწანისის, ორთაჭალის N60-134, N75-89, კოტე აფხაზის, ბამბის რიგის, რკინის რიგის, შარდენის, სიონის, ერეკლე მე-2-ს, ვერცხლის, დიუმას და მიმდებარე ქუჩებს.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში - წერეთლის გამზირის ნაწილს, აბასთუმნის, მეტრეველის, ბათუმის, ყიფიანის, აგლაძის, ხოშარაულის, ევდოშვილის, კედიას, თვდორე მღვდლის, სოხუმის, ბაგრატიონის, ფოთის, მირცხულავას და მიმდებარე ქუჩებს.
აღმაშენებლის გამზირის, წინამძღვირშვილის, ჯავახიშვილის, კონსტიტუციის, პასტერის, უზნაძის, კახიძის, უშანგი ჩხეიძის, ზურაბ ჭავჭავაძის, მაზნიაშვილის, ტყვიავის, გოგიბერიძის, ხეთაგუროვის, გამცემლიძის და მიმდებარე ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge
0
0