
26 ოქტომბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის II კვარტალის N7ა-ს მიმდებარედ, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები 26 ოქტომბერს 10:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 26 ოქტომბერს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
დიდუბის რაიონში: დიღმის მასივის II, III და VI კვარტალებს, IV კვარტალის N7 კორპუსს, V კვარტლის ნაწილს, მიქელაძის, პაიჭაძის, ჩალაძის, გოგიბერიძისა და ბელიაშვილის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge
0
0