-share.jpg)
3 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, ვარკეთილის მე-3 მასივის VII კვარტლის N17-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 3 აგვისტოს დღის 12:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვარკეთილის III მასივის კვარტლებს, კალოუბნის, თრიალეთის, საცხენისის, შუამთის, ჯავახეთის ქ.N1-19-ს, წნორისწყალის და ელდარის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS - შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით - gwp.ge
0
0