
დღეს, 20 მაისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის სათავე ნაგებობაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში დღის განმავლობაში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 20 მაისს, დილის 11:00 საათიდან 20 მაისის 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ისანი-სამგორის რაიონში - მოსკოვის გამზირის ნაწილს, ქეთევან დედოფლის გამზირს, ღვინის აღმართს, მეტეხის, ისნის, 300 არაგველის, ბოჭორმის, დოლაბაურის, ახმეტელის, ნავთლუღის, აბუსელიძის, ციხისძირის, გუდარეხის, დიდგორის, წულაძის, გაბრიელ სალოსის, ლობჟანიძის, ნიორაძის, შორაპნის, სამგორის, საინგილოს და მიმდებარე ქუჩებს. ვარკეთილის III მასივის კვარტლებს, კალოუბნის, შუამთის, გახოკიძის, ჯავახეთის, გაბაშვილის, ლორთქიფანიძის, ბერიაშვილის და მიმდებარე ქუჩებს, აეროდრომის ქუჩისა და კახეთის გზატკეცილის ნაწილს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით - hwww.gwp.ge
0
0