19/11/2022
14:19
მსოფლიო
„ღმერთი, ქვეყანა, ოჯახი“, იტალიელი ნაციონალისტების დევიზი, ბენიტო მუსოლინის მხარდამჭერებს ულტრამემარჯვენე “იტალიის ძმების” პარტიას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაში მოაპოვებინა.
ჯორჯია მელონი, პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი, რომელიც დაქორწინებული არასდროს ყოფილა, ოჯახის შექმნას ემხრობა და საზოგადოებას მიანიშნებს, რომ შვილის მამისგან ხელის თხოვნას ელის.
თავის ავტობიოგრაფიაში პოლიტიკოსი ამბობს, რომ ის შეიძლება, საერთოდ არც დაბადებულიყო.
როგორც მელონი წერს, მისი მშობლების შეუღლებას, თვის დროზე, ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა და ქორწინება მალევე დაშლის პირას იყო, როცა მისმა დედამ მეორე ორსულობის შესახებ შეიტყო. იტალიის მომავალი ლიდერის მშობლებს ქალიშვილი - არიანა (მელონის უფროსი და) უკვე ჰყავდათ და მეორე ფეხმძიმობა მელონის დაბადებას მოასწავებდა...
„დედაჩემს ყველა ეუბნებოდა, მეორე ბავშვი არ დაიტოვოო და ის აბორტის გასაკეთებლად კლინიკაში წავიდა. ზღურბლზე ყოყმანობდა, შემდეგ თქვა: მე ეს არსება მჭირდებაო, ქუჩა გადაკვეთა, ბარში შევიდა, კაპუჩინო და კრუასანი შეუკვეთა. ასე გადამარჩინეს“, - წერს მელონი თავის ავტობიოგრაფიაში.
დედის გადაწყვეტილების „წყალობით“, ის 1977 წლის 15 იანვარს დაიბადა. მეორე ქალიშვილის გაჩენის მიუხედავად, მამამ ოჯახი მიატოვა. მაშინ ჯორჯია ერთი წლის იყო.
ფრანჩესკო (ჯორჯიას მამა) იახტით კანარის კუნძულებზე წავიდა. ისინი ერთმანეთს მხოლოდ მაშინ ხვდებოდნენ, როცა მამა შვილებს ერთი კვირით ეპატიჟებოდა - ეს წელიწადში ერთხელ ხდებოდა.
რაც შეეხება ჯორჯიას პირად ცხოვრებას, როგორც თავად ყვება, ტელევიზიაში გაიცნო ქარიზმატული ტელეჟურნალისტი, ანდრეა ჯამბრუნო, რომელიც გადაცემას უძღვებოდა.
„მე ვნახე ის Mediaset-ის სტუდიაში, მზესავით ლამაზი, ყურსასმენებით. დამცინა კიდეც. მერე ისევ შევხვდით. ჯოვანას, ჩემს პრესმდივანს, ნომერი ვთხოვე და არაფრისმთქმელი მესიჯი გავუგზავნე. მან შანსი ხელიდან არ გაუშვა“, - წერს მელონი.
როცა დედად გახდომის იმედი უკვე დაკარგული ჰქონდა, მოულოდნელად შეიტყო, რომ ოთხი წლით უმცროს ჯამბრუნოსგან ბავშვს ელოდებოდა.
„მე დედა ვარ“ - მან ახალი საარჩევნო კამპანია ასეთი ლოზუნგით ჩაატარა...
„აღსანიშნავია, რომ "იტალიის ძმების" ლიდერი და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი აბორტის აკრძალვის მომხრე არ არის, ის ქალთა უფლებებს მხარს უჭერს“, - განუცხადა ჟურნალისტებს მელონის დამ, არიანამ.
0
0