იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ითანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ მისმა პარტიამ „იტალიის ძმები“ ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით მისი დანიშვნის წინააღმდეგ მისცა ხმა.
„ჩვენ აქამდე ვთანამშრომლობდით და გავაგრძელებთ ამას მომავალში. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც გვაქვს პასუხისმგებლობები და ვაცნობიერებთ მათ მნიშვნელობას“, -განაცხადა მელონიმ იტალიურ გამოცემასთან Corriere della Sera-თან ინტერვიუში.
მან ასევე განაცხადა, რომ ის ითანამშრომლებს ყველასთან განურჩევლად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს აშშ-ში ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში.
„ჩემთვის ის, რასაც აქვს მნიშვნელობა, არის აშშ-სთან ალიანსის სიძლიერე“, – განაცხადა ჯორჯია მელონიმ.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026