12/06/2023
11:57
მსოფლიო
„ალექს სოროსი მამის, ჯორჯ სოროსის, 25 მილიარდი დოლარის ღირებულების იმპერიაზე კონტროლს იღებს,“ - ამის შესახებ მისმა უმცროსმა შვილმა Wall Street Journal Sunday-თან ინტერვიუში დაადასტურა.
როგორც მანამდე ჯორჯ სოროსმა განაცხადა, მას არ სურდა, რომ ხუთი შვილიდან ერთ-ერთს მისი „ღია საზოგადოების ფონდზე“ კონტროლი აეღო, მაგრამ 92 წლის ქველმოქმედმა WSJ-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მან აღნიშნული ფონდი და თავისი იმპერიის დანარჩენი ნაწილი 37 წლის შვილს გადასცა, რადგან "მან ეს დაიმსახურა".
დემოკრატიულმა მეგადონორმა ჯორჯ სოროსმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის და თავისი შვილი "ერთნაირად ფიქრობენ". თუმცა იქვე მისმა შვილმა დასძინა: "მე უფრო პოლიტიკურად განწყობილი ვარ". ალექს სოროსმა ასევე შეშფოთება გამოხატა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით.
"ისევე რომ მყვარებოდა პოლიტიკის გარდა სხვა საქმიანობიდან ფულის მიღება, რამდენ ხანსაც მეორე მხარე ამას აკეთებს, ჩვენც იგივენაირად მოვიქცეოდით", - თქვა სოროსმა.
ალექს სოროსმა თავის ფონდს სოლიდური თანხა უკვე გადასცა. ამ გადაწყვეტილებით ჩანს, რომ ის ფონდის ხელმძღვანელობას მომდევნო ათწლეულების განმავლობაში გააგრძელებს.
გაურკვეველია, მამამისის მსგავსად, არის თუ არა ალექს სოროსი დაინტერესებული ჰეჯ-ფონდით [საინვესტიციო ფონდი, რომელიც ინვესტიციას ახორციელებს მაქსიმალური მოგების მიზნით]. არ არის გამორიცხული, რომ ნაკლებად იდიოსინკრეტიული გზით ინვესტირებული ფულით ფონდის თანდათანობითი ლიკვიდაცია მოხდეს.
0
0