05/05/2025
10:31

ჯორჯ სიმიონმა განაცხადა, რომ თუ ის არჩევნებში გაიმარჯვებს, მას შეუძლია ხელისუფლებაში საპრეზიდენტო რბოლიდან ჩამოშორებული კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ მოიყვანოს.
„არსებობს რამდენიმე გზა, რომლითაც ბატონ ჯორჯესკუს შეუძლია ლიდერის პოზიცია დაიკავოს, თუ რუმინელ ხალხს ეს სურს და ჩვენ მათ გამოვიყენებთ“, - თქვა სიმიონმა.
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, ჯორჯე სიმიონმა გაიმარჯვა. ხმების 99.6%-ის დათვლის შემდეგ, სიმიონმა 40.6% მიიღო. მეორე ადგილზეა ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი ხმების 21%-ით.
რადგან ვერ ცერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო, პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები ერთმანეთს არჩევნების მეორე ტურში 18 მაისს დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის ნოემბერშიც ჩატარდა. მაშინ არჩევნებში დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, თუმცა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შედეგის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც არჩევნების პირველ ტურზე რუსეთის გავლენას ადასტურებს.
0
0