29/05/2023
11:09
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავამ იმედის ეთერში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 27 მაისის კომენტარების გამო გააკრიტიკა, რომლებიც პროტოკოლის დარღვევასა და რუსეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორას ეხებოდა.
ხაინდრავამ ზურაბიშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს შეადარა.
"საქართველოში ამ ინსტიტუტმა თავისი თავი ამოწურა. ყველაზე ნათელი მაგალითია სალომე ხაბეიშვილი, რომელიც ვიხილეთ სიტყვით გამოსული. სხვანაირად ვერ შეაფასებ. ეს იყო სალომე ხაბეიშვილი, რაც მოვისმინეთ. აბსოლუტურად სხვა განზომილებაში მყოფი ადამიანი, რომელსაც ისიც კი არ ესმოდა სად არის, რას ეძღვნება ის შეკრება, რატომ არის იქ ხალხი შეკრებილი, რას ნიშნავს ქართული საზოგადოებისთვის 26 მაისი.
მაგას ეს გაზიარებული არ აქვს. როგორც ჩანს, ეს ისტორიული გამოცდილება, რომელიც მენშევიკებიდან მოდის და ეს მენშევიკური მთავრობის შთამომავალია. მენშევიკები იყვნენ ბოლშევიკები, რომლებიც დარჩნენ უმცირესობაში, აი, როგორც ნაციონალურ მოძრაობაში ხაბეიშვილს თუ ლენინად ჩავთვლით, მენშევიკი იქნება მელია. მაგათი მსოფლმხედველობა იყო.
მენშევიკებს არ უნდოდათ დამოუკიდებელი საქართველო. ეს პირველი, ასე ვთქვათ, წარმონაქმნი, რომელიც იყო აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს ფედერაცია... და გერმანელების, ასე ვთქვათ... ნუ, ეს სხვა თემაა, მაგრამ იძულებული გახადეს. ჟორდანიას არ აინტერესებდა დამოუკიდებელი საქართველო და არც მაგის ხელისუფლებას. ეტყობა ეს იმდენად იყო გამჯდარი, რომ დღესაც გამოჰყვა, რომ ვერ წარმოუდგენია, რომ ეს ქვეყანა შეიძლება იყოს სუვერენული, დამოუკიდებელი, თავისი ინტერესების მატარებელი". – თქვა გოგა ხაინდრავამ იმედის ეთერში.
0
0