
"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია მარკო რუბიოს პასუხს იმის დასტურად მიიჩნევს, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს და შორის გლობალური ვაჭრობა მიმდინარეობს.
როგორც ბაღათურიამ რადიო "სივრცეში", გადაცემა ,"სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან" განაცხადა, რუბიომ თქვა, რომ არ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით. ქვეტექსტში კი იკითხებოდა, რომ მიმდინარეობს გლობალური ვაჭრობა რუსეთ-ამერიკას შორის, რომლის ნაწილია საქართველო, უკრაინა და მოლდოვა.... სავარაუდოდ, ბალტიისპირეთიც.
მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაციას პრობლემები აქვს კონგრესსა და სენატში, რადგან საკმაოდ მცირეა სხვაობა რესპუბლიკელებსა და დემოკრატების შორის, ამიტომ მათ არ სჭირდებათ ჯონ უილსონის თუ ჯიმ რიშის გადაკიდება. ამიტომ, ბაღათურიას აზრით, მარკო რუბიომ, რომელიც არანაირ ვალდებულებას არ გრძნობს საქართველოს მთავრობის წინაშე, ჯონ უილსონს სპეკულაციის საშუალება მისცა.
ამასთან, ბაღათურიას განცხადებითვე, იგრძნობა, რომ ამერიკაში საქართველოს დიპლომატია საერთოდ არ მუშაობს.
"ანტიქართულ პოლიტიკას ამერიკაში პატრონი ჰყავს, ქართულს კი არა“ - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
0
0