21/04/2022
17:03
სპორტი
მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, უიმბლდონის ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილება გააკრიტიკა. გადაწყვეტილება, რომლითაც პრესტიჟული სპორტული ღონისძიებიდან რუსი და ბელარუსი სპორტსმენები მოიხსნენ, ჯოკოვიჩმა “სიგიჟედ” შეაფასა.
უიმბლდონის ოფიციალური განცხადების მიხედვით, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ამ წლის ტურნირიდან ყველა რუსი და ბელარუსი მოთამაშე მოიხსნა.
უიმბლდონი ჩოგბურთის პირველი ტურნირია, რომელმაც ორი ქვეყნიდან ინდივიდუალური მოთამაშეები მოხსნა. შესაბამისად, ნომერ მეორე ჩოგანი კაცი დანიილ მედვედევი რუსეთიდან და ნომერ მეოთხე ჩოგანი ქალი არინა საბალენკა ბელარუსიდან, ზაფხულში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.
ჯოკოვიჩი, რომელიც ომგამოვლილი სერბეთიდანაა, აცხადებს, რომ მიმდინარე კონფლიქტთან სპორტსმენებს კავშირი არ აქვთ.
“ომს ყოველთვის დავგმობ. მე თვითონაც ომის შვილი ვარ და კონფლიქტს მხარს არასდროს დავუჭერ. ვიცი, რამხელა ემოციურ ტრავმას ტოვებს ის. სერბეთში ყველას მოგვეხსენება, რა მოხდა 1999 წელს. ბალკანებს ახლო წარსულში ბევრი ომი გვქონდა, თუმცა, ამის მიუხედავად, უიმბლდონის გადაწყვეტილებასაც ვერ დავუჭერ მხარს. მე ვფიქრობ, ეს სიგიჟეა. როცა სპორტში პოლიტიკა ერევა, ამას კარგი შედეგი არ მოჰყვება ხოლმე”. – ამბობს ჯოკოვიჩი.
ორგანიზატორების თქმით, თუკი ამჟამინდელი გარემოებები ტურნირის დაწყებამდე შეიცვლება, გადაწყვეტილება “შესაბამისად გადაიხედება”.
0
0