
„ჰამასმა“ 85 წლის მშვიდობის აქტივისტი იოჩევედ ლიფშიცი ორკვირიანი ტყვეობის შემდეგ 23 ოქტომბერს გაათავისუფლა.
იოჩევედ ლიფშიცი ქმართან, ოდედთან ერთად, კიბუციდან ისრაელის სამხრეთით 7 ოქტომბერს გაიტაცეს. მისი მეუღლე ამ დრომდე არ არის გათავისუფლებული.
თელ-ავივის საავადმყოფოდან გამოწერიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, ლიფშიცმა განმარტა, თუ რა მოხდა მისი გატაცების შემდეგ.
„ჯოჯოხეთი გავიარე. მე და ჩემი ქმარი ”ჰამასის“ შეიარაღებულმა პირებმა გაგვიტაცეს და მოტოციკლეტებით ღაზას ქვეშ არსებულ "ობობის ქსელისებურ" გვირაბებში შეგვიყვანეს. მგზავრობისას ჯოხები მირტყეს. ისინი მძევლების უმეტესობას კარგად ეპყრობოდნენ. სხეულზე სისხლჩაქცევები გამიჩნდა და სუნთქვა მიჭირდა. მე და ჩემი მეუღლე იძულებული გავხდით, სველ მიწაზე რამდენიმე კილომეტრი გვევლო.
მე, 23 ოქტომბერს საღამოს, სხვა ქალთან, 79 წლის ნურიტ კუპერთან ერთად, გამათავისუფლეს,“ - თქვა იოჩევედ ლიფშიცმა.
იოჩევედ ლიფშიცი და მისი 83 წლის ქმარი ცნობილი სამშვიდობო აქტივისტები არიან, რომლებიც ღაზადან ისრაელის საავადმყოფოებში ადამიანების გადაყვანას უწყობდნენ ხელს.
0
0