
წელს, ივნისში, წარმომადგენელთა პალატამ დიდი უპირატესობით მიიღო MEGOBARI აქტი. კანონპროექტი აიძულებს პრეზიდენტ ტრამპს, დააწესოს სანქციები მთელი საქართველოს მთავრობისთვის, მათ შორის კაბინეტის ყველა წევრისა და მოქმედი კანონმდებლის მიმართ. ის ახლა სენატშია განხილული და თუ რამე არ შეიცვლება, სავარაუდოდ, იგივე დიდი უპირატესობით დამტკიცდება. ამის შესახებ საუბარია ანტონი კონსტანტინის საკმაოდ ვრცელ სტატიაში საქართველოს შესახებ, რომელიც theamericanconservative-ის გვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
"ეს შეცდომა იქნებოდა და თუ MEGOBARI აქტი ტრამპის მაგიდას მიაღწევს. მან ამას ვეტო უნდა დაადოს. კანონპროექტი ეწინააღმდეგება „ამერიკა პირველ რიგში“ მოძრაობის პოლიტიკურ მიზნებს, ბუშისა და ბაიდენის ადმინისტრაციების დემოკრატიის ხელშეწყობის პოლიტიკის სისტემატიზირებას ახდენს და ქმნის არახელსაყრელ გარემოს ამერიკისთვის მრავალპოლარულ სამყაროში.
MEGOBARI აქტი წელს კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა, რომელიც, თითქოს და, წარმოადგენს სამხრეთ კაროლინას. „თითქოს და“, იმიტომ, რომ ის, გაურკვეველი მიზეზის გამო, შეპყრობილია საქართველოთი. მარტიდან მოყოლებული, მან საქართველო უფრო მეტ X პოსტში განიხილა, ვიდრე საკუთარი სამხრეთ კაროლინას შტატი და ხშირად ხვდება ოპოზიციის ლიდერებს. წელს, მან საქართველოს დროშის დღეც კი აღნიშნა.
ვილსონი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გააყალბა არჩევნები, ბოლოს 2024 წელს. მისი MEGOBARI კანონმდებლობის თანახმად, ამან ზიანი მიაყენა „დემოკრატიის კონსოლიდაციას საქართველოში“, რომელიც „გადამწყვეტია... შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესებისთვის“. არსად არის ნათქვამი, თუ რატომ არის ასეთი კონსოლიდაცია მნიშვნელოვანი: ის უბრალოდ ნომინალურად აღიქმება" - წერს კონსტანტინი თავის სტატიაში.
0
0