
ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ ახალი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები შემზარავია. ამის შესახებ უილსონი სოციალურ ქსელი წერს.
კონგრესმენი ეხმაურება პარტიის „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ მმართველობის ქვეშ საქართველო სრული ავტოკრატიისკენ მიექანება.
„„ქართული ოცნების“ სტანდარტებითაც კი, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ რეჟიმის ახალი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები შემზარავია. ეს ავადმყოფური საქციელი ასახავს მათი მფარველების ტაქტიკას მოსკოვსა და პეკინში. ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი ღალატობს თავის ხალხს მოსკოვის, თეირანისა და პეკინის სასარგებლოდ“, – წერს ის.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
Even by Georgian Dream standards, the regime’s new politically motivated charges against opposition leaders are appalling. This sick behavior mirrors the tactics of their patrons in Moscow and Beijing. The anti-American Georgian Dream regime is betraying its people in favor of… https://t.co/yAMmjMoP8p
— Joe Wilson (@RepJoeWilson) November 6, 2025
0
0