ჯო ბაიდენმა საქართველო „დემოკრატიის სამიტზე“ მიიწვია
05/11/2021
12:20
პოლიტიკა
A-
+A
საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც ჯო ბაიდენმა „დემოკრატიის სამიტზე“ მიიწვია. სამიტზე მიწვეული ქვეყნების სიას ამერიკული გამოცემა Politico ავრცელებს.
„დემოკრატიის სამიტი“ ვირტუალურ რეჟიმში 9-10 დეკემბერს გაიმართება. სამიტში მონაწილეობას მიიღებენ მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ დემოკრატია და ადამიანის უფლებები მთელ მსოფლიოში საფრთხის ქვეშ არის და დემოკრატიები სერიოზულ გამოწვევებს აწყდებიან.
სამიტი ფოკუსირებული იქნება დემოკრატიის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე და პლატფორმას უზრუნველყოფს ლიდერებისთვის, რათა როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური ვალდებულებები აიღონ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დასაცავად.
აღსანიშნავია, რომ გამოცემა Politico-ს მიერ მოპოვებული სიის თანახმად, სამიტზე არ არიან მიწვეულნი რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი.
0
0
426
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%