
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რომის პაპ ფრანცისკესთან და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა ისრაელსა და ღაზაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
თეთრი სახლის ინფორმაციით, რომის პაპთან დისკუსიისას ბაიდენმა დაგმო „ჰამასის“ თავდასხმა და განიხილა მისი ძალისხმევა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება იქნას მიწოდებილი.
„მხარეებმა განიხილეს რეგიონში ესკალაციის თავიდან აცილების აუცილებლობა და ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიანი მშვიდობისთვის მუშაობა“, – აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრისას კი ბაიდენმა ხაზი გაუსვა მიმდინარე მცდელობებს „ჰამასის“ მიერ დაკავებული ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.
„აშშ-ის პრეზიდენტი და ისრაელის პრემიერი შეთანხმდნენ, რომ დარჩებიან ახლო კონტაქტში“, – აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში.
0
0