03/12/2021
10:28
მსოფლიო
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, გეგმა ფოკუსირებულია მოსახლეობის ვაქცინაციაზე. ამას გარდა, ბაიდენმა განაცხადა, რომ 50 მილიონი კოვიდტესტის გაკეთებას მოქალაქეების სახლიდან გაუსვლელად უფასოდ შეძლებენ.
ამასთან ერთად, ბაიდენმა გააფრთხილა აშშ-ის მოქალაქეები, რომ ზამთარში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვის მატებაა მოსალოდნელი.
„ჩვენ „კოვიდ-19“-ის ახალ ვარიანტს მეცნიერებით და სისწრაფით ვაჯობებთ, არა ქაოსით და დაბნეულობით. ნაბიჯები, რომელსაც მე ვაცხადებ, „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში ყველა ამერიკელს გააერთიანებს“, – განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენის გეგმა ითვალისწინებს შეზღუდვების დაწესებას მოგზაურებისთვის. აშშ-ში ჩასულ მოგზაურებს კოვიდტესტის გაკეთება მოუწევთ, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი აცრილები. პირბადეების ტარება 18 მარტამდე სავალდებულო იქნება ყველა სახის ტრანსპორტში.
ბაიდენმა „კოვოდ-19“-თან ბრძოლის ახალი გეგმა მაშინ წარადგინა, როდესაც მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის ახალი შტამი ვრცელდება. აშშ-ში ამ დროისთვის „ომიკრონის“ ორი შემთხვევა დაფიქსირდა.
0
0