18/11/2024
16:12
მსოფლიო
“რესპუბლიკელი” კონგრესმენი მარჯორი ტეილორ გრინი სოციალურ ქსელ X-ში წერს რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სახიფათოდ ცდილობს მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრის თქმით, სწორედ ასეთი გადაწყვეტილებების წინააღმდეგ გააკეთა არჩევანი ამერიკელმა ხალხმა 5 ნოემბრის არჩევნებში, როცა ამერიკის პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩია, რადგან მათ არ სურთ უცხოური ომების დაფინანსება.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი ასევე ამბობს, რომ ვაშინგტონის მიერ უცხოეთში ომების დაფინანსება ფულის გათეთრების დიდი სქემაა, რომელსაც წერტილი უნდა დაესვას.
ცნობისთვის, გუშინ სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბაიდენმა უკრაინას ნება მისცა, რომ მან ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი ჭურვები რუსეთის კურსკის ოლქის დასაბომბად გამოიყენოს.
0
0