10/07/2023
14:24
მსოფლიო
შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ბრიტანეთში ჩავიდა. ამჟამად ის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს რიში სუნაკს ხვდება.
სავარაუდოა, რომ ორი ქვეყნის ლიდერი უკრაინაში მიმდინარე ომზე, NATO-ს მომავალ სამიტსა და აშშ-ბრიტანეთის ურთიერთობებზე ისაუბრებენ.
როგორც მედია წერს, შეხვედრა მნიშვნელოვან მომენტში იმართება. ბაიდენის ადმინისტრაციამ გასულ კვირას უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტი გამოაცხადა, რომელიც კასეტურ საბრძოლო მასალას მოიცავს. აღნიშნულის გამოყენებას 100-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის ბრიტანეთი ეწინააღმდეგებიან.
სუნაკი და ბაიდენი სავარაუდოდ, ამ საკითხსაც განიხილავენ.
ორი ქვეყნის ლიდერი ასევე განიხილავს კლიმატის საკითხებს, ტექნოლოგიებსა და ჩინეთთან ურთიერთობებს.
სუნაკთან შეხვედრის შემდეგ, ჯო ბაიდენი დიდი ბრიტანეთის მეფეს, ჩარლზ III-ს შეხვდება.
0
0