22/02/2023
20:25
მსოფლიო
პრეზიდენტ ბაიდენს გადავეცი, რომ მოლდოველებს თავისუფალი სამყაროს ნაწილად დარჩენა, უსაფრთხოდ ცხოვრება და ევროკავშირში შესვლის ოცნების ასრულება სურთ , - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ვარშავაში აშშ-ის პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ პირად “ფეისბუქ” გვერდზე წერს.
“აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენის მოწვევით ვარშავაში საჯარო ღონისძიებას ვეწვიე, სადაც იგი ისტორიული სიტყვით გამოვიდა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის წლისთავს ეძღვნება. მისი გამოსვლის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტთან მოლდოვის რესპუბლიკისთვის უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგები და ქვეყანაში მშვიდობისა და საზოგადოებრივი წესრიგის მხარდამჭერი ღონისძიებები განვიხილეთ”, - წერს სანდუ.
მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასეთ რთულ ვითარებაში, საზღვრებთან მიმდინარე ომის პირობებში, ეკონომიკური სიმყარისთვის ქვეყანა აშშ-ის კიდევ უფრო დიდ მხარდაჭერას საჭიროებს.
“მადლობელი ვართ ამერიკელი ერის აშშ-ის მთავრობის მიერ წინა წელს ენერგეტიკული კრიზისის დაძლევისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის… აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერის იმედს ვიტოვებთ ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის დივერსიფიცირების ძალისხმევებში”, - წერს მოლდოვის პრეზიდენტი.
0
0