
“ჯო ბაიდენი კიევშია” – ამერიკის პრეზიდენტის უკრაინაში ვიზიტზე რუსი ოპოზიციონერი მარკ ფეიგინი წერს.
ოფიციალური ცნობები ამ დროისთვის არ არსებობს. უკრაინული ტელეგრამ არხები სწორედ რუს უფლებადამცველს ეყრდნობიან.
დილიდან, კიევის ცენტრი სრულად გადაკეტილი იყო.
აგრეთვე, ჯო ბაიდენი კიევში ვიზიტზე Bild-ის ჟურნალისტი ჯულიან როპკეც წერს.
„ბაიდენი კიევშია. ქალაქში, რომელიც რუსეთის კონტროლის ქვეშ უნდა ყოფილიყო 360 დღის განმავლობაში. რა ძლიერი ნიშანია დიქტატორი პუტინისთვის“ - დაწერა მან „ტვიტერზე“.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გააუქმა ვიზიტი ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის საბჭოს სხდომამდე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა უნდა გამართულიყო.
კიევში დილიდან უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. გადაკეტილია უკრაინის დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები.
0
0