03/12/2021
12:56
მსოფლიო
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფოს მეთაურები ორი სამიტის გამართვას გეგმავენ. პირველი 2021 წლის ბოლომდე ონლაინ რეჟიმში გაიმართება, 2022 წელს კი პუტინი და ბაიდენი პირადად შეხვდებიან.
რუსეთისა და ამერიკი შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებების მოსალოდნელი თემები ევროპასა და უკრაინაში არსებული ვითარება, ასევე ადრე მიღწეული შეთანხმებების შესრულება იქნება.
მანამდე ამერიკულმა მედიამ დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი თანაშემწეები მომავალ თვეში აშშ-ის ლიდერსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის ვირტუალური საუბრისთვის ემზადებიან. გავრცელებული ინფორმაციით, თეთრი სახლი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შეკავების ვარიანტებს განიხილავს, მათ შორის კიევისთვის სამხედრო დახმარების გაზრდასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.
0
0