
“ჟირაფი ჟოზე ამერიკულ ბაზარზე გადის” - ამის შესახებ "სტუდია ველოსიპედის" დამფუძნებელი და "ჟოზეს" იდეის ავტორი, გიორგი მარშანია სოციალურ ქსელში წერს.
🦒 დაახლოებით 18 თვის წინ,
პირველი მეილი რომ მივიღე ამერიკელებისგან,
სათაური ჰქონდა ასეთი:
JOZE TAKES OVER AMERICA !!
სოფელ გლდანში დახატულ პერსონაჟზე ამას რომ გწერენ ნიუიორკიდან და ლოსანჯელესიდან ერთდროულად,
მთლად დამაჯერებელი არ არის 😂
მაგრამ
15 საათში ჟოზეს პირველი სერიის პრემიერაა იუთუბზე, ამერიკელი ბავშვებისთვის 🤷♂️
ჯერ ზუსტად არ ვიცი
რას იზამს ჟოზე ამხელა აუდიტორიასთან.
მაგრამ
ქართველი ბავშვების სიყვარულმა
ეს ქვეყანა რომ ვერ დაიტია და ოკეანის გაღმა
გავიდა ყვითელი ბედნიერება - ეს ფაქტია 💛
როგორც არ უნდა იყოს,
მადლობა თქვენ, ვინც ჟოზეს უყურებთ!
მადლობა, ვინც ჟოზეს გულშემატკივრობს!
ჟოზეს ძალიან უყვარხართ❗️
0
0