
ღრმად ვარ შეშფოთებული „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ დემოკრატიული ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრის გამო და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური სწრაფვების ღალატით. მთავრობას თუ სურს რუსული აგრესიის მსხვერპლთა პატივისცემა, უნდა გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა.
შაჰინის თქმით, განაგრძობს ქართველი ხალხის მხარდაჭერას და გააორმაგებს ძალისხმევას „მეგობარი აქტის“ მისაღებად.
„რუსეთის 2008 წლის შეჭრა საქართველოში უნდა ყოფილიყო განგაშის სიგნალი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ რუსეთს განზრახული აქვს მეზობლებზე დომინირება და საკუთარი აგრესიის დაფარვას ცდილობს. რუსეთის დაუნდობელმა ქმედებებმა საქართველოში წინასწარ განსაზღვრა ქმედებები უკრაინაში, უკანასკნელ შემთხვევაში მისი სრულმასშტაბიანი ომის საშუალებით. ქართველ ხალხს ესმის, რა მოაქვს „რუსულ სამყაროს“. სწორედ ამიტომ ხისტ წინააღმდეგობას უწევს „ქართული ოცნების“ მთავრობის მცდელობებს, დაახლოოს ისინი ანტიდემოკრატიული, რუსული სტილის მმართველობასთან. ამ მწუხარე წლისთავზე, შეერთებული შტატები უნდა განაგრძობდეს ჩვენი წინააღმდეგობის გამოხატვას რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ანექსიის მიმართ. ღრმად ვარ შეშფოთებული „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ დემოკრატიული ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრის გამო და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური სწრაფვების ღალატით. მთავრობას თუ სურს რუსული აგრესიის მსხვერპლთა პატივისცემა, უნდა გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, როგორიცაა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და ხელახლა დაადასტუროს საქართველოს დემოკრატიულ მომავლისადმი ერთგულება. განვაგრძობ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და გავაორმაგებ ძალისხმევას ორპარტიული, ორპალატიანი „მეგობარი აქტის“ მისაღებად“, – განაცხადა შაჰინმა.
0
0