04/11/2022
14:18
სპორტი
ჟერარ პიკემ საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ გამოსამშვიდობებელი ვიდეო გამოაქვეყნა და „ბარსელონას“ ფანებს მიმართა.
"გავიდა 25 წელი მას შემდეგ, რაც „ბარსელონას“ ფეხბურთელი გავხდი. ფეხბურთმა ყველაფერი მომცა. „ბარსელონამ“ ყველაფერი მომცა. თქვენ, გულშემატკივრებმა მომეცით ყველაფერი.
ახლა, როცა ჩემი ბავშვობის ყველა ოცნება ახდა, მინდა გითხრათ, რომ გადავწყვიტე – ახლა ყველაზე ზუსტი დროა იმისთვის, რომ ამ გზაზე წერტილი დავსვა. ყოველთვის ვამბობდი, რომ „ბარსელონას“ შემდეგ ჩემს კარიერაში არც ერთი სხვა გუნდი არ იქნებოდა. შაბათს, ჩემი ბოლო მატჩი იქნება „კამპ ნოუზე“. მე ჩვეულებრივი გულშემატკივარი გავხდები. კლუბის მიმართ სიყვარულს ჩემს შვილებს გადავცემ, ისევე, როგორც ჩემთან მიმართებაში გააკეთა ჩემმა ოჯახმა. და თქვენ მე მიცნობთ, ადრე თუ გვიან, დავბრუნდები".
ჟერარ პიკემ „ბარსელონაში“ 615 მატჩი ჩაატარა და კატალონელებთან ერთად 30 ტიტული მოიგო. ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებში კი 102 მატჩი ჩაატარა: 2010 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი და 2012 წელს კი ევროპის ჩემპიონი.
0
0