12/04/2023
19:19
მსოფლიო
ფრანგული საინფორმაციო ვებგვერდის Mediapart-ის თანახმად, მსახიობ ჟერარ დეპარდიეს სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში 13 ქალი ადანაშაულებს. ბრალმდებლებს შორის ერთ-ერთი 17 წლის გოგონაა.
„აღნიშნული პირები ამტკიცებენ, რომ კინოვარსკვლავი მათ ხელებს საცვლებში უფათურებდა და უცენზურო ფრაზებით მიმართავდა,“ - იუწყება საიტი.
ინციდენტები, სავარაუდოდ, ბოლო ოცი წლის განმავლობაში სატელევიზიო და კინოგადაღების მოედნებზე, ასევე საზოგადოებრივი შეკრების ადგილებში ხდებოდა.
74 წლის ჟერარ დეპარდიეს ადვოკატმა თქვა, რომ ის "ფორმალურად უარყოფს ყველა ბრალდებას, რომელიც შეიძლება სისხლის სამართლის კანონს დაექვემდებაროს".
ერთ-ერთმა ბრალმდებელმა თქვა, რომ მსახიობმა მას ხელი ჩაუსვა კაბის ქვეშ და, როდესაც თავის დაცვა სცადა, დეპარდიე მის სექსუალურად შევიწროებას შეეცადა.
როგორც პარიზის პროკურატურამ AFP-ს განუცხადა, „მას დღემდე არ მიუღია რაიმე ახალი საჩივარი“.
ორი წლის წინ, დეპარდიეს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე გაუპატიურების ბრალდებით აღიძრა. მსახიობმა აღნიშნული ბრალდება უარყო. დეპარდიეს საქმე (2018 წელს) მსახიობის სავარაუდო გაუპატიურების ბრალდებით კვლავ გამოძიების პროცესშია.
0
0