31/10/2022
18:30
მსოფლიო
ინდოეთში ქარხანა სიგარეტის ნამწვებს გადაამუშავებს და რბილი სათამაშოებისთვის შიგთავსად აქცევს.
ყოველწლიურად დაახლოებით 4.5 ტრილიონი სიგარეტის ნამწვი გარემოში იყრება და აქედან 90 პროცენცი არაბიოდეგრადირებად პლასტმასას ფილტრებს შეიცავს.
სიგარეტის ნამწვების გადამუშავება და მათგან ახალი პროდუქტების შექმნა ბიზნესმენი ნამან გუფთას მოფიქრებაა.
“ჯერ [ერთ დღეში] 10 გრამი (ნამწვის ბოჭკოს) გადამუშავებით დავიწყეთ, ახლა კი ყოველდღიურად 1000 კილოგრამს ვამუშავებთ. წლიურად მილიონობით სიგარეტის ნამწვის ათვისება შეგვიძლია.” - ამბობს ნამან გუფთა.
ნიუ-დელის განაპირას მდგარ ქარხანაში, მუშა ქალების გუნდი ნამწვებს არჩევს და ბოჭკოს, ფურცელს და უსარგებლო ნარჩენს ანცალკევებს.
ფურცლისგან ფაფას აკეთებენ, რასაც მერე ორგანულ შემკვრელს ურევენ და წვად კოღოების საწინააღმდეგო საშუალებად (რეპელანტად) აქცევენ.
ბოჭკო იწმინდება და ორგანული ქიმიური მათეთრებლებით მუშავდება რათა ტოქსინები და მავნებელი ნივთიერებები გაანეიტრალონ. ამ პროცესის შედეგი, თეთრი შიგთავსი რბილი სათამაშოებისა და ბალიშებისთვის გამოიყენება.
ქარხანაში ნამწვებში შემავალ თამბაქოსაც გამოანცალკევებენ, რისგანაც კომპოსტის ფხვნილი (ფხვნილი, რომელიც კომპოსტირებისთვის გამოიყენება - უსიამოვნო სუნს აშორებს, მწერებს იგერიებს და ტენს იწოვს) მზადდება.
ბიზნესმენი ნამან გუფთას კომპანიას 300 მილიონი სიგარეტის ნამწვი აქვს გადამუშავებული, რაც მართლაც შთამბეჭდავია.
სიგარეტის ნამწვი ყველაზე გავრცელებული დანაგვიანების წყაროა. ნამწვები ოკეანეებში ჩაედიენება და საზღვაო ეკოსისტემებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის - თანაც მათი დიდი ნაწილი დიდი ხანი არ დეგრადირდება.
თუ სიგარეტის ნამწვისგან შესაძლებელია კოღოების საწინააღმდეგო საშუალების, კომპოსტის ფხვნილისა და რბილი სათამაშოების წარმოება და თუ ასეთი გავრცელებული ნაგავი ასეთი სარგებლიანია, კარგი იქნება საქართველოშიც თუ გაიხსნება მსგავსი ეკომეგობრული საწარმო.
წყარო: euronews.green
მოამზადა: ანა მთვრალაშვილმა
0
0