12/03/2023
21:46
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და პოლიტიკოსებს მოუწოდებს, საკუთარ ქვეყანას მიხედონ და შემდეგ ჩაერიონ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.
„უკრაინას რთული სიტუაცია აქვს. მოსალოდნელია ესკალაცია. ჩვენი ინფორმაციით, უკრაინა ამზადებს კონტრშეტევებს, ძალიან რთული ბრძოლები იქნება ალბათ დონეცკის ოლქში მთლიანად და ბახმუტის დაკავების შემდეგ ალბათ კიდევ უფრო გართულდება სიტუაცია. რა თქმა უნდა, თქვენც ახსენეთ ზელენსკის მიმართვა, ომში მყოფი ადამიანი როცა იცლის და აქ, საქართველოში რამდენიმე ათასი ადამიანის მიერ გამართულ დესტრუქციულ აქციას ეხმაურება, ეს უკვე პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ეს ადამიანი ჩართულია, მოტივირებულია, რომ აქაც რაღაც მოხდეს. გამოვიდა კლიჩკო, გამოვიდა ფეიგინი და ვიღაც გაურკვეველი ვინაობის ადამიანები, უკრაინის პოლიტიკოსები, არახამია და ვიღაც ხელმოცარული ლუზერები, რომლებიც ამბობენ, რომ საჭიროა ცვლილება, გადატრიალება, რაც არის პირდაპირი ჩარევა [ქვეყნის პოლიტიკაში]. არ მინდა ახლა, ადამიანი [ზელენსკი] ომშია და მინდა ყველას ვუსურვო წარმატება, ომის დროულად დამთავრება და სიმშვიდე, ქვეყნის გაერთიანება, მაგრამ ჯერ მიხედეთ თქვენს თავს და ქვეყანას, ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას. ეს მინდა ვუთხრა ყველას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
0
0