
„ჯერ კიდევ პრეზიდენტი ერთ პარასკევ დარჩენილი სალომე ზურაბიშვილი ძალიან წვალობს, რომ თავისი პატრონის დავალება შეასრულოს, რომელიც გულისხმობს არჩევნების ჩატარებას საქართველოში“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ზურაბიშვილი ცდილობს „ფანჩატური 3“ ჩამოაყალიბოს.
„არჩევნები უკვე ჩატარდა და მას უნდა, რომ ახლა „ფანჩატური 3“ ჩამოაყალიბოს და ამ „ფანჩატურ 3-ში“ როგორმე მონაწილეობა მიაღებინოს „ქართული ოცნების“გუნდის წარმომადგენლებსაც და იქამდეც კი გაკადნიერდა, რომ ჩვენს საპატიო თავმჯდომარესაც კი მოუწოდებს, რომ ამ ფარსში მონაწილეობა მიიღოს და ამ ფარსში მონაწილეობას „ქართული ოცნების“ გუნდის არც ერთი წარმომადგენელი არ ვაპირებთ იმიტომ, რომ ეს ფარსი მხოლოდ და მხოლოდ მიმართულია ჩვენს ქვეყანაში დესტრუქციის შემოტანისთვის“, - აღნიშნავს გორდულაძე.
0
0