06/06/2023
12:20
მსოფლიო
უკრაინა და რუსეთი მდ. დნეპრზე არსებულ ნოვაია კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის დანგრევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ, თუმცა, როგორც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი აცხადებს, სიტუაციის შეფასება და ბრალის დადგენა „ძალიან ადრეა“.
სამხრეთ ხერსონის რეგიონში, რუსეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში მდებარე კაშხალი აფეთქების შემდეგ დაინგრა, რამაც რეგიონში წყალდიდობა გამოიწვია და მოსახლეობა იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა. ჯეიმს კლევერლის თქმით, ის ინფორმირებულია აფეთქების შესახებ, თუმცა, როგორც მინისტრი აცხადებს, ჯერ-ჯერობით „დეტალების მნიშვნელოვანი შეფასება“ ნაადრევია.
„გასათვალისწინებელია ის, რომ ამ პრობლემის ერთადერთი მიზეზი უკრაინაში რუსული არმიის არაპროვოცირებული სრულმასშტაბიანი შეჭრაა. ყველაზე კარგი, რაც რუსეთს ახლა შეუძლია გააკეთოს, უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანაა“, - დასძინა მან.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ აღნიშნული კომენტარი 5 ივნისს კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
0
0