26/10/2024
19:33
არჩევნები 2024
საქართველოს პრეზიდენტმა 19:10 საათზე მორიგი მიმართვა გაავრცელა და ამომრჩევლებს მოუწოდა დარჩენილ დროში იაქტიურონ.
"დარჩა 50 წუთი. ვინც ჯერ არ მისულა საარჩევნო უბანზე, ჯერ კიდევ არის დრო, რომ მერე არ ინანოთ, რომ არ მიიღეთ მონაწილეობა ქვეყნის მომავლის გადაწყვეტაში. ვისაც აქვს სურვილი რომ მონაწილე იყოს ამ ისტორიული ფურცლის, დღეს და ახლაა, სხვა დრო აღარ იქნება. თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის და მომავალი საქართველოსთვის.
მინდა უცხოეთში მყოფ ჩვენ ემიგრანტებს შევახსენო, რომ 20:00 საათზე ვინც რიგში იქნება, გაქვთ უფლება ყველამ მიიღოთ მონაწილეობა." - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლებს მოუწოდებს, არ შეშფოთდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებებით და მშვიდად დაელოდონ არჩევნების შედეგებს.
"მინდა ასევე იმ ადამიანებს ვუთხრა, ვინც შეშფოთდა იმით, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები არადემოკრატიულად და არაევროპულად აცხადებენ, რომ მოვიგეთო და სცენას გავმართავთო. ასევე გვაგებინებენ, რომ სპეცრაზმი შევიდა მთავრობის შენობაში. არ შეშინდეთ, ეს ყველაფერი არის ფსიქოლოგიური ზეწოლა და ამაზე პასუხია თვითდაჯერება არჩევნებზე მისვლა და შედეგების დალოდება.
მე არ ვაპირებ აქ რამე სცენა გავმართო და წინსწრებით რამე შედეგები გამოვაცხადო, დაველოდები შედეგებს როგორც ევროპელი, როგორც ქართველი, როგორც ღირსეული ქართველი და ყველა ერთად გავიგებთ. დაველოდოთ შედეგს რომელიც იქნება თქვენს მიერ დადებული ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის," - აღნიშნა პრეზიდენტმა.
0
0