-share.jpg)
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ჯერჯერობით ვერ ისაუბრებს დეტალურად შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონპროექტში მკაცრ რეგულაციებზე, რომელსაც “ქართული ოცნება” პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს წარადგენს.
იოსელიანის თქმით, კანონპროექტის გაცნობის შემდეგ გააკეთებს "დეტალურ შეფასებას".
"ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება, ჩემთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, ამიტომ გამიჭირდება ჯერ დეტალურად საუბარი კანონპროექტზე, რომელიც დღეს დარეგისტრირდება და ალბათ, დღესვე გვექნება საშუალება ეს კანონპროექტი ვნახოთ, გავეცნოთ და უფრო დეტალური შეფასება ამისი გავაკეთოთ შემდგომ. თუმცა, არცერთი ცვლილება, რომელიც დაკავშირებული იყო აქამდე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან ან შესაძლო შეზღუდვასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და გარწმუნებთ, რომ არც ეს დარჩება", - განაცხადა იოსელიანმა.
0
0