ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი შორდებიან
A-
+A
ჰოლივუდის ვარსკვლავები ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ორწლიანი ქორწინების შემდეგ შორდებიან.
როგორც BBC წერს, ლოპესმა განქორწინებისთვის საჭირო საბუთები ლოს-ანჯელესის სასამართლოში სამშაბათს შეიტანა. დოკუმენტებში მან აფლეკთან დაშორების თარიღად 26 აპრილი მიუთითა. მედია წყვილის მოსალოდნელი განქორწინების შესახებ რამდენიმე კვირის განმავლობაში წერდა.
წყვილი, რომელსაც ტაბლოიდებმა „ბენიფერი“ შეარქვეს 2022 წლის ივლისში ლას-ვეგასში დაქორწინდა, საზეიმო ცერემონია კი აგვისტოში მოაწყო. თუმცა მათი რომანი ჯერ კიდევ 2003 წელს დაიწყო. ისინი დაქორწინებას მაშინვე აპირებდნენ, თუმცა 2004 წელს დაშორდნენ ერთმანეთს. წყვილმა ურთიერთობა თითქმის 20 წლის შემდეგ განაახლა.
ლოპესისთვის ეს მეოთხე ქორწინება იყო, აფლეკისთვის კი მეორე. ორივეს ჰყავს შვილები წინა ქორწინებებიდან.
0
0
214
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%