06/04/2023
11:55
მსოფლიო
4-5 აპრილს ჟენევაში სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 57-ე რაუნდი გაიმართა.
მოლაპარაკების შედეგებზე კომენტარი გააკეთეს გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს თანათავმჯდომარეებმა .
„უკიდურესად რთული გეოპოლიტიკური გარემოს ფონზე, მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება პროცესისადმი და მათი ინტერესი, უზრუნველყონ ჟენევის მოლაპარაკებების უწყვეტობა, როგორც ერთადერთი პლატფორმისა, რომელზედაც კონფლიქტის შედეგების განხილვა არის შესაძლებელი. თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ჟენევის დისკუსიების ძირითად როლს, როგორც პროგნოზირებადობისა და დიალოგის პლატფორმის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ასევე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობის სასარგებლოდ.
ძალის გამოუყენებლობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ზომების შესახებ აზრთა ინტენსიური გაცვლის შემდეგ, მონაწილეებმა ვერ მიაღწიეს საერთო გაგებას დღის წესრიგის ამ ძირითად საკითხთან დაკავშირებით“ - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, რიგი მონაწილეთა პოზიციის გამო, დევნილთა და ლტოლვილთა საკითხზე დისკუსია კიდევ ერთხელ ჩაიშალა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თავის მხრივ, აღნიშნა "ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პოლიტიზების თავიდან აცილების მნიშვნელობა რეგულარული რაუნდების უმოტივაციო გაუქმებისა და გადადების გზით".
„აღნიშნეს, რომ მოლაპარაკების პროცესში ხანგრძლივი პაუზები განპირობებულია რეგიონში დაძაბულობის მატებით, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად დაეკისრება პოლიტიკური დიალოგის დაბლოკვის ინიციატორებს“ - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მოსკოვი ამტკიცებს, რომ „კოლექტიური დასავლეთი“ ცდილობს უკრაინიდან „დაპირისპირების ლოგიკა“ გადაიტანოს სამხრეთ კავკასიაში, რაც, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „გამოიხატება პროვოკაციულ მოწოდებებში თბილისის მიმართ, გახსნას „მეორე ფრონტი“ რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“.
„მოსკოვში აცხადებენ, რომ ადგილზე მხარეები „განაგრძობენ თავშეკავებას“, სერიოზული ინციდენტები არ ფიქსირდება.
„რუსული მხარის და მისი აფხაზი და სამხრეთ ოსეთის მოკავშირეების შეფასებით, რეალური წვლილი ამიერკავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიღწევაში შეიძლება იყოს იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადება საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ასევე, ქართულ-აფხაზური და საქართველო - სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება მათი შემდგომი დემარკირებით“ - ნათქვამია განცხადებაში.
ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი, სავარაუდოდ, 2023 წლის ივლისის შუა რიცხვებში გაიმართება.
0
0