
შეხვედრაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინასთან დაკავშირებული კრიზისი და რუსეთის მიერ „უსაფრთხოების გარანტიებთან“ დაკავშირებული წინადადებები იქნება.
რუსეთი ითხოვს გარანტიას, რომ ნატო აღარ გაფართოვდება და ალიანსი შეწყვეტს შეიარაღების განლაგებას რუსეთის საზღვრების სიახლოვეს. აშშ-ში აცხადებენ, რომ მზად არიან რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისის დიპლომატიური გზით გადაჭრის მიზნით დიალოგის გასაგრძელებლად, თუმცა არ აპირებენ ფუნდამენტურ საკითხებზე მოლაპარაკებას, მათ შორის იმაზე, რომ ყველა სუვერენული ქვეყნის უფლებაა, თავად აირჩიოს საკუთარი გზა და ის, თუ ვისთან ითანამშრომლებს.
აშშ-ში ასევე აცხადებენ, რომ უკრაინაში შეჭრისა და მის მიმართ აგრესიის განხორციელების შემთხვევაში რუსეთს მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს.
0
0
აბას არაღჩი რუსეთში ჩავიდა
27/04/2026