20/04/2022
10:48
პოლიტიკა
მე ჩემი ახალი სტატუსით აქტიურად ვარ ჩართული ამ პროცესებში საქართველოს დასახმარებლად, ისეთ უმნიშვნელოვანეს თემებზე, როგორიც არის კიბერუსაფრთხოებას,- ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების მიმართულებით ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„მე გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი არ ვარ, მაგრამ საქართველოში სხვა ამოცანებითა და სტატუსით ისევ ჩამოვედი. ომმა ევროპაში უსაფრთხოების გარემოება დრამატულად შეცვალა. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბოლო მინისტერიალზე გადაწყვიტეს დახმარება გაზარდონ იმ ქვეყნების, რომლებიც რუსეთიდან საფრთხის ქვეშ არიან. საუბარია ნატოს არაწევრ ქვეყნებზე. მე ჩემი ახალი სტატუსით აქტიურად ვარ ჩართული ამ პროცესებში საქართველოს დასახმარებლად, ისეთ თემებზე, როგორიც არის კიბერუსაფრთხოება, რომელიც უმნიშვნელოვანესი თემაა. მე აქ ვარ იმისთვის, რომ ვიმსჯელო საქართველოს მთავრობასთან, პარლამენტთან, განვიხილო ახალი წინადადებები და ინიციატივები. მექნება შეხვედრები თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში. ომმა გვანახა, რომ საჭიროა კიბერუსაფრთხოების გაძლიერება, საქართველოს შესაძლებლობების. ასევე, ბევრი რამ შეგვიძლია გავაკეთოთ არსებითი პაკეტის შესაძლებლობების გამოყენებით“,- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
0
0