
ჩარლი კირკისადმი პატივისცემის ნიშნად, ჩვენ ვმუშაობთ, რათა დავასრულოთ რადიკალი მემარცხენეების ძალადობის ტალღა ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მოკლული კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მოძრაობის ღონისძიებაზე განაცხადა, რომლის მონაწილეებმაც 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯეი დი ვენსის კანდიდატად წარდგენას დაუჭირეს მხარი.
ჯეი დი ვენსის თქმით, ხალხს ჰპირდება დახურულ საზღვრებს, უსაფრთხო საზოგადოებას, კარგ სამუშაოს და ღირსეულ ცხოვრებას.
„თქვენ თუ გენატრებათ ჩარლი კირკი, პირობას დებთ, რომ იბრძოლებთ იმისთვის, რისთვისაც ის დაიღუპა? დაუბრუნებთ ქვეყანას მათგან, ვინც ჩარლი კირკს სიცოცხლე წაართვა? წვლილს შეიტანთ იმ რადიკალების დამარცხებაში, რომლებიც მის სიკვდილს ზეიმობდნენ? პატივს მიაგებთ მის ხსოვნას, იმ ღმერთის რწმენით, რომელიც მას უყვარდა? იყავით ამ ყველაფერის ერთგულები და გპირდებით გამარჯვებას. გპირდებით დახურულ საზღვრებს და უსაფრთხო საზოგადოებას, გპირდებით კარგ სამუშაოს და ღირსეულ ცხოვრებას. მხოლოდ ღმერთი შეიძლება დაგპირდეთ ხსნას სამოთხეში, მაგრამ ერთად ჩვენ შეგვიძლია, შევასრულოთ პირობა მსოფლიოს იტორიაში ყველაზე დიადი ერის დაპირება.
ჩარლი კირკისადმი პატივისცემის ნიშნად და თქვენდამი პატივისცემის ნიშნად, ჩვენ ვმუშაობთ, რათა დავასრულოთ რადიკალი მემარცხენეების ძალადობის ტალღა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვიძიებთ და ვდევნით რადიკალ მემარცხენეთა ქსელებს და ასევე იმ ურჩხულებს, რომლებიც ამ ქსელებს აფინანსებენ. ჩვენ არ გვსურს, განვახორციელოთ მხოლოდ „ანტიფას“ იმ წევრების დევნა, ვინც აგური ესროლა საიმიგრაციო სამსახურის აგენტს. ჩვენ უნდა გავიგოთ, ვინ იყიდა ეს აგური და ისინიც გავასამართლოთ.
დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ ამერიკულ იდენტობაზე და იმაზე, რაც გვაერთიანებს. ერთადერთი რამ რაც ნამდვილად წარმოადგენს ღუზას აშშ-სთვის, არის ის, რომ ჩვენ მუდამ ვიყავით და ღვთის წყალობით, მუდამ ვიქნებით ქრისტიანული ერი. მე არ ვამბობ, რომ ვინმე აუცილებელად უნდა იყოს ქრისტიანი, რომ იყოს ამერიკელი. მე უფრო მარტივ რამეს ვამბობ – ქრისტიანობა არის ამერიკის აღმსარებლობა. სწორედ ამ მრწამსით იყო მოტივირებული ჩვენი კანონებისა და უფლებების გაგება. ჩვენი მოვალეობა მეზობლისადმი, რწმენა რომ ძლიერმა უნდა დაიცვას სუსტი და ინდივიდუალური სინდისის რწმენა. ჩვენი ცნობილი ამერიკული იდეა რელიგიის თავისუფლების შესახებ წარმოადგენს ქრისტიანულ კონცეფციას. სწორედ იმის გამო, რომ ყველანი ვართ ღვთის შვილები, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ყველას ინდივიდის გზას ღმერთისკენ. უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში, იყო ერთადერთი ფოკუსი – ეს იყო ომი ქრისტიანების და ქრისტიანობის წინააღმდეგ ამერიკაში. და ყველა იმ ომებიდან, რომელიც დონალდ ტრამპმა დაასრულა, ყველაზე მეტად ამაყები სწორედ ამ ომის დასრულებით ვართ“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
0
0
24 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
22/12/2025