
ევროპელები ბევრ რამეს აკეთებენ საკუთარი თავის საბოტაჟისთვის, ჩვენ გვსურს, რომ ეს შეწყდეს, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.
„მარკო რუბიომ შესანიშნავი სიტყვა წარმოთქვა [მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე] და, ვფიქრობ, ხაზი გაუსვა ძალიან მნიშვნელოვან პუნქტს, რომელიც ევროპელებს მეტწილად დაავიწყდათ, ან ყოველ შემთხვევაში, გასული წლის განმავლობაში ჰქონდათ დავიწყებული.
მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტი, მარკო ან მე ვსაუბრობთ საზღვრებზე; მიზეზი, რის გამოც ვსაუბრობთ იმაზე, რომ მათ მეტი უნდა დახარჯონ საკუთარ უსაფრთხოებაზე; მიზეზი, რის გამოც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ისინი კვლავ უნდა იქცნენ სიცოცხლისუნარიან ეკონომიკად არის ის, რომ ჩვენ გვსურს ევროპა ყვაოდეს და გვსურს ევროპამ წარმატებას მიაღწიოს.
ჩვენი პრობლემა ევროპასთან ის კი არ არის, რომ ევროპა არ მოგვწონს, თუმცა ამას ევროპული პრესისგან მოისმენთ, ან ის, რომ ჩვენს მოკავშირეებს პატივს არ ვცემთ. საქმე ისაა, რომ ისინი ბევრ რამეს აკეთებენ საკუთარი თავის საბოტაჟისთვის. ჩვენ გვსურს, რომ ეს შეწყდეს. ჩვენ გვინდა, რომ ისინი იყვნენ მოკავშირეები ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით.
ვფიქრობ, მარკომ თავის გამოსვლაში ეს ყველაფერი ძალიან ოსტატურად გადმოსცა. მან რეალურად ჩამოაყალიბა ამერიკის საგარეო პოლიტიკის ძალიან გონივრული ხედვა“, - დასძინა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
0
0