
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ჩემს აღფრთოვანებას იწვევს, საღი აზრისა და პრაგმატიზმის გამო - ამის შესახებ, ამერიკელმა პროფესორმა ჯეფრი საქსმა განაცხადა.
"საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ჩემს აღფრთოვანებას იწვევს, საღი აზრისა და პრაგმატიზმის გამო. იმიტომ, რომ ისინი თამაშს თამაშობენ, ან, შესაძლოა, ეს ასე არცაა და მათ იყენებს აშშ და ევროპა გეოპოლიტიკური მიზნებისთვის, რომლებიც აზერბაიჯანის და სომხეთის ინტერესებთან თანხვედრაში არაა.
სწორედ ამის შესახებ მინდა გაგაფრთხილოთ, რომ გასაგები იყოს, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო დიდი ხანია ცდილობს გავლენების მოხდენას რუსეთის პერიფერიებთან და ახლა უკვე ასევე ირანის პერიფერიებთანაც. სწორედ ეს ხდება ამ წუთებში და ეს ძალიან საშიშია. ე.წ. დასავლეთი გამოდის და უყვება ზღაპრებს ქვეყნებს, როგორც ეს ქნა უკრაინაში. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, მათ დაამხეს მთავრობა უკრაინაში, რომ შემდეგ რეჟიმისთვის მოეყოლათ ზღაპრები, რომელიც თავადვე დანიშნეს 2014 წლის თებერვალში. ისინი მოდიან და ჰყვებიან ზღაპარს: "მე შენ გადაგარჩენ", ამიტომ, მინდა ვუთხრა მეგობრებს სამხრეთ კავკასიაში - დახედეთ რუკას.
შეერთებულ შტატებს ფეხებზე ჰკიდია სამხრეთ კავკასია, ისინი თამაშებს თამაშობენ. ფრთხილად იყავით. ბრიუსელი, სრულებით არაკომპეტენტურია და არაფერი სასარგებლოს გაკეთება არ შეუძლია. ვწუხვარ ამას რომ ვამბობ, რადგან ოდესღაც ევროკავშირის დიდი გულშემატკივარი ვიყავი. მაგრამ ევროკავშირის ადგილის სამხრეთ კავკასიაში არ არის, ეს ევროპაც კი არ არის,"- აცხადებს ჯეფრი საქსი.
1
0