
ჯეფრი ეპშტეინის მასალების გამოქვეყნების შემდეგ, საფრანგეთში კულტურის ყოფილი მინისტრისა და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
საქმე ეხება საფრანგეთის კულტურის ყოფილი მინისტრის, ჯეკ ლენგისა და მისი ქალიშვილის მჭიდრო კავშირებს ჯეფრი ეპშტეინთან. კერძოდ, გამოძიება მიმდინარეობს ფულის გათეთრების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ კულტურის ყოფილი მინისტრი 8 თებერვალს დაიბარა.
ბაროს თქმით, მასალებში არსებული ინფორმაცია უკიდურესად სერიოზულია და სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს.
როგორც ფრანგული მედია წერს, ლენგის ქალიშვილის სახელი ეპშტეინის თანამფლობელობაში არსებული ოფშორული კომპანიის დოკუმენტებში ფიგურირებს.
თავად ლენგი, რომელიც სხვადასხვა დროს კულტურისა და განათლების მინისტრის თანამდებებობას იკავებდა, ბრალდებებს უარყოფს.
1ტვ
0
0