08/07/2022
15:28
პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. ალასანია კვლავ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გაუმჯობესება არ აქვს. ამიტომ, აუცილებელია, სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა შესაფერის კლინიკაში.
„ყოველდღე მოვდივარ და ვხედავ, რომ მდგომარეობა დაახლოებით იგივეა. ისევ რჩება ის პრობლემები, რომელიც ჰქონდა. სისუსტე ისევ არის. ნორმალურად ვერ მოძრაობს. ჯდომას წოლა ურჩევნია და ჯდომა დგომას. გამოსავალი, უპირველეს ყოვლისა, არის ნორმალური გამოკვლევა, რომელიც, როგორც ჩანს, ბოლომდე არ ჩატარებულა. არადა საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ჩატარებულიყო. გაუმჯობესებაც არ ჩანს. როგორც ჩანს, სწორია ის აზრი, რომელიც არაერთ ექიმს აქვს, მისი გაყვანა აქედან და შესაფერის კლინიკაში მოთავსება“, - განაცხადა ალასანიამ.
0
0